დავით უსუფაშვილი: ხელისუფლებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და შესაცვლელია, მაგრამ არა იმ გზით, რომ დაბრუნდეს ხელისუფლება, რომელიც არანაკლებ ამოწურული და გამოწურულია
27-10-2018, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სამყაროს ყურადღების ცენტრში და არჩევნებზე დამკვირვებლად გვესტუმრა ყველა წამყვანი, დემოკრატიული, საერთაშორისო ორგანიზაციის მისია", განაცხადა „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

 

„საუბარი გვქონდა ჩვენს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რადგან საქართველო ამ კონტექსტში ატარებს ამ არჩევნებს. გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, რომელიც კვლავ პრობლემური რჩება, რადგან კვლავ დომინირებს ფული, ადმინისტრაციული რესურსი, მედიარესურსი და საარჩევნო კამპანიიდან განდევნილია ​არგუმენტი, აზრი ხედვა, პროგრამა....

 

 

დამკვირვებლებს, ჩემს კოლეგებს, ვისთან ერთადაც ოთხი წლის განმავლობაში ასევე ვმუშაობდი საპარლამენტო ასამბლეებში, გავაცანი ჩემი ხედვები ქვეყნის განვითარების თაობაზე, როგორი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას და ასევე იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი დღე იქნება საპარლამენტო არჩევნების სტარტი.

 

 

ცხადია, ვისაუბრე, რომ ხელისუფლებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ის შესაცვლელია, მაგრამ არა იმ გზით, რომ დაბრუნდეს ხელისუფლება, რომელიც არანაკლებ ამოწურული და გამოწურულია“,  განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი