„როგორც ჩანც ბატონი ოქუაშვილი მიხვდა და მიიღო ალბათ ერთადრერთი სწორი გადაწყვეტილება, მიხვდა იმას, რომ შანტაჟი ვერავის გაუვა სახელმწიფოსთან, აუცილებელი და სავალდებულოა ვალის გადახდა“, განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მისასალმებელია „ომეგა ჯგუფის“ გადაწყვეტილება.
„რადგან ომეგა ჯგუფმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს ვალის გადახდა, ამას სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოყვეს შემხვედრი რეაქცია, რათა ხელი შეეწყოს ტელეკომპანია „იბერიას“, აღადგინოს მაუწყებლობა და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესინტერესს არ გადაყვეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამუშაო ადგილი, ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.