გიგა ბოკერია: დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ისევე, როგორც მასთან დაკავშირებული სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს
27-10-2018, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მის შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია მხარს არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის პასუხს ეხმაურება.

 


„სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი, თავს არიდებენ მკაფიო პასუხის გაცემას, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას, იმას, რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება.

 

 

ჩვენ გვაქვს შეთანხმება ევროპის სახალხო პარტიის ქოლგის ქვეშ მიღწეული და ხელმოწერილი მათ მიერ და იმას, რომ ეს ხალხი არანაირი ოპოზიციური ერთობისთვის არ იბრძოდა.

 

 

მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალური მოძრაობის ისევე, როგორც მასთან დაკავშირებული სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები, მათი ლიდერებისგან განსხვავებით, გამოიჩენენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და ძალიან საზიანო კანდიდატის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებზე", განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი