„ეს არის აღიარება ივანიშვილის მხრიდან, რომ ის ახორციელებდა ზეწოლას მედიაზე და უკანონოდ ერეოდა ომეგას ბიზნესსაქმიანობაში", ასე ეხმაურება „ომეგა ჯგუფის" წარმოების განახლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.
მისი თქმით, ივანიშვილი გახდა იძულებული, რომ „დალუქული საწარმო და ტელევიზია, მოსულიყო მუშა მდგომარეობაში".
„რაც ყველაზე მთავარია, როგორც ჩანს, ძალიან შეეშინდა იმ მთავარი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა ბატონ ოქუაშვილთან და როგორც ჩანს, ამ ყველაფრის ერთად გათვალისწინებით. პლუს, მთავარი, რისიც ეშინია, საზოგადოების ბიძინა ივანიშვილი გახდა იძულებული, რომ რეალურად ეს დალუქული საწარმო, ტელევიზია და ა.შ. მოსულიყო მუშა მდგომარეობაში", განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.