ირაკლი კობახიძე: ზაზა ოქუაშვილს არ გამოუვიდა სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდება და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან ამ ვალის გადახდა დაიწყო
27-10-2018, 20:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა ოქუაშვილს არ გამოუვიდა სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდება და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან ამ ვალის გადახდა დაიწყო, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ადამიანი ვალდებულია გადასახადები გადაიხადოს.

 

 

„მე უკვე ვთქვი, რომ სპექტაკლი ჩავარდა. ერთ-ერთი სპექტაკლი დაკავშირებული იყო სწორედ ოქუაშვილთან, რომელიც ცდილობდა ამ სპექტაკლის მეშვეობით ვალის გადახდისგან თავის არიდებას, ჩავარდა ეს სპექტაკლი და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან დაიწყო საკუთარი ვალის გადახდა. ანუ, მას არ გამოუვიდა ვალისგან თავის არიდება ამ სპექტაკლის მეშვეობით, რომელიც იყო დადგმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ნიკა გვარამიასთან ერთად და შედეგი სახეზეა. ყველა ადამიანი არის ვალდებული, რა თქმა უნდა, გადაიხადოს გადასახადები და ეს არის, ბუნებრივია, ბატონი ოქუაშვილის ვალდებულებაც“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი