„ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა უარს ვამბობდი და არც არასდროს მინანია. არ ვამბობ, რომ არასდროს ეს არ მოხდება. თუ ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს“,- ეს განცხადება პაატა ბურჭულაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ. ამას ყველა ლიდერი მთხოვდა, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული. რომ მცოდნოდა, ნამდვილად წავადგებოდი ქვეყანას, აუცილებლად დავთანხმდებოდი. მიმაჩნდა, რომ სხვა საქმეებით უფრო გამოვადგებოდი ჩვენს საზოგადოებას“, -განაცხადა ბურჭულაძემ.
როგორც გამოცემასთან საუბრისას მსოფლიო ბანი აცხადებს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე არაფერს გადაწყვეტს.
„თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ. უნდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ“,- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.