„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში განთავსებულ, N48-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა და თქვა, რომ მას გამარჯვებისთვის საჭირო „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ აქვს.
„არჩევანი გავაკეთე იმის მიხედვით, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ, ზეგ, მაზეგ, საუკუნის შემდეგ - ეს ყველაფერი წყდება დღეს. ხალხის მხარდაჭერა არსებული რეალობიდან, გადამწყვეტი მხარდაჭერა, რაც მჭირდება გამარჯვებისთვის, მაქვს, ეს არის ფაქტი“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომელსაც საარჩევნო უბანზე მეუღლეც ახლდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.