„ერთიანი ნაციონალური მოძრაობია" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. ნიკა მელიამ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ხმა მივეცი ჩემს შვილს სანდრო მელიას და მის თანატოლებს. ძალიან სამწუხაროა ის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ მოგვიწია ცხოვრება. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გაცილებით უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება. განსაკუთრებით მინდა მივმართო 10 ათასობით საჯარო მოხელეს. ჩვენ ვიხილეთ გუშინ, გუშინწინ არა ერთი ფაქტი, როგორ აიძულებს სხვადასხვა მათი ხელმძღვანელი, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც მათ არ სურთ, ანუ ნების საწინააღმდეგოს. არ დანებდეთ ხალხნო, გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. იმ კაბინაში როდესაც შევალთ, ვერავინ ვერ დაინახავს ვინ შემოხაზეთ", განაცხადა ნიკა მელიამ, რომელმაც ხმა თბილისში, მთაწმინდაზე, მე-6 საარჩევნო უბანზე მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.