„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლების მოსყიდვა დაიწყო.
„საგანგაშოა, რომ ქობულეთის 32-ე უბანზე 2 ხუთი ნომერია ბიულეტენში, ანუ მეორე 51 თუ რაღაც უნდა ყოფილიყო და ერთიანი აკლია ბიულეტენში. დაფიქსირებულია ავტომანქანებიდან პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები საარჩევნო უბნებზე - თანხებს როგორ არიგებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები. მასობრივად, საარჩევნო უბნებზე შესასვლელში არის გამოკრული დარღვევით „ქართული ოცნების“ პლაკატები, რაც არის ასევე დარღვევა და ჩვენ საჩივრები გვაქვს შეტანილი შესაბამისი და ვითხოვთ კომისიებისგან, რომ გასუფთავდეს საარჩევნო უბნები, რომ არ მოხდეს ამომრჩეველზე ზეწოლა“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც ასევე ისაუბრა მარნეულის 58-ე უბანზე მომხდარ დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დეპუტატი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდა.
გარდა ამისა, ვაშაძემ განაცხადა, რომ გლდანში 82-ე და 83-ე უბანზე ავტომობილიდან მოქალაქეებს ფულს ურიგებენ. მისივე თქმით, ახალქალაქში რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა.
„ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, რომ შეეშვით ამომრჩევლის მოსყიდვას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.