საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერა, გიგა ბოკერიამ. ბოკერიამ ხმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 51-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
ხმის მიცემის შემდეგ, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემ უბანზე, ამ დროისთვის არის საგრძნობლად მაღალი აქტივობა და ეს არის საფუძველი წარმატების, ჩვენი ქვეყნის წარმატების ზოგადად, ამ დღეს გამარჯვების და კერძოდ, დავით ბაქრაძის გამარჯვების და ჩვენ უნდა მივცეთ ხმა მშვიდობიან ხვალინდელ დღეს, საქართველოს თავისუფალ, ევროპულ მომავალს, რაც გულისხმობს სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას და დავით ბაქრაძის გამარჯვებას", უთხრა ჟურნალისტებს ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.