„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო უბანზე თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია მეუღლესთან ერთად დააფიქსირა, რის შემდეგაც მედიას განუცხადა, რომ „მეორე ტურის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგრამ ალბათობა არის“.
„დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევნით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენ სწორ გზას. ევროპა და კულტურა ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ. და საბოლოოდ ჩვენ ჩვენს დიდი ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა. მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის. თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არაა. აუცილებლად 100% -ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი", განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.