თბილისში აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევისას დაღუპული 4 ადამიანი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ. გარდაცვლილთა შორის არის მე-10 კლასელი ახალგაზრდა, რომელიც ბიძის სანახავად შემთხვევით იყო მისული.
ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში გარდაცვლილებს ექსპერტიზა უტარდებათ. ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილთა ახლობლები და ოჯახის წევრები. ცხედრების ამოცნობის შემდეგ მათ იმერეთში გადაასვენებენ.
სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაზე გამოთვლითი მათემატიკის შენობის რამდენიმე სართული დღეს დილით ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა, ერთი კი მძიმე დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შენობის დემონტაჟის სამუშაოებს შპს “ტიფლის ბიზნესცენტრი” ახორციელებდა. აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.