პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი პოზიცია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დააფიქსირა. უგულავამ ხმა ხონის ნომერ მესამე საარჩევნო უბანზე მისცა.
„მე გავაკეთე არჩევანი იმისათვის, რომ საიმედო იყოს ხვალინდელი დღე. იმისათვის, რომ გავიღვიძოთ ერთი მიმართულებით ან მეორე მიმართულებით, ვისაც არ ეზარება გადაჩეხავს ამ ქვეყანას. გავაკეთე არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ ეს მარაზმი წინასაარჩვნოდ საზოგადოების, რაღაც ფარული ჩანაწერები და გულისამრევი რაღაცეების მართვა უნდა დასრულდეს და ასეთი კანდიდატი არის სწორედ „ევროპული საქართველოს" კანდიდატი, რომელიც ამ მოჯადოებულ წრეს გაარღვევს, რაშიც „ქართულმა ოცნებამ" შეგვიყვანა, რომელსაც ერთი სიტყვით ჭაობი ჰქვია", განაცხადა უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.