მამაკაცს, რომელიც შეერთებული შტატების ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წარუდგინეს. 46 წლის რობერტ ბაუერსმა „სიცოცხლის ხის“ სინაგოგაში ცეცხლი რელიგიური მსახურების დროს გახსნა.
შაბათს მომხდარი თავდასხმისას, რომელიც ყველაზე საშინელი ანტი-სემიტურ თავდასხმაა აშშ-ის ბოლოდროინდელ ისტორიაში - ექვსმა ადამიანმა, მათ შორის ოთხმა პოლიციელმა მიიღო დაზიანებები. პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა ასევე ეჭვმიტანილიც.
ფედერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს შესაძლოა სიკვდილით დასჯა მიესაჯოს.
პრეზიდენტმა ტრამპმა თავდასხმა აღწერა, როგორც „მასობრივი მკვლელობის ბოროტი აქტი“. მან განაცხადა, რომ მალე ესტუმრება პიტსბურგს. პრეზიდენტმა ასევე 31 ოქტომბრამდე სამთავრობო შენობებზე დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.