არჩევნებზე თავისი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ყოფილმა პირველმა ქალბატონმა, სანდრა რულოვსმა. მან მედიას განუცხადა, რომ ხმა „ევროპული ორიენტაციის კანდიდატს“ მისცა.
„გვეყოფა სტაგნაცია და უკუსვლა. [ხმა] მივეცი ევროპული ორიენტაციის კანდიდატს, რომელიც ღირსეულია. როგორც ყველა ვხედავთ, მაინც და მაინც არ მიდის კარგად საქმე საქართველოში და ამიტომ, შეიძლება ცვლილებების დრო არჩევნების გზით გადაწყდა“, განაცხადა რულოვსმა და მეორე ტურის გამართვის ალბათობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა: „შეიძლება არ იყოს საჭირო. თუ საჭიროა, მაშინ მეორე ტურშიც ყველა ადამიანი უნდა გამოვიდეს და უნდა მასობრივად აჩვენოს, საით უნდა წავიდეს საქართველო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.