მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში N27-ე, N54-ე, მე-40 და N43-ე უბნების ჩაშლა, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები და ხმის მიცემის პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზები, თუ არ ჩავთვლით მთელ რიგ პროვოკაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მთელ რიგ სუბიექტებს, დაიცვან კანონმდებლობის ნორმები და თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და დესტრუქციული ქმედებებისგან.
აქვე, გაცნობებთ რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში იგებს, თუმცა რა თქმა უნდა ამ შედეგის შენარჩუნება არის დამოკიდებული ამომრჩევლის აქტიურობაზე.
შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, ნუ იქნებიან ოპონენტის მხარდამჭერებზე პასიურები, რათა პირველივე ტურში გაეცეს საბოლოო პასუხი დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას.
აქვე ვიტყვით, რომ განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან, რომელიც თავს უფლებას აძლევს აკეთოს უპასუხისმგებლო განცხადებები არჩევნების შედეგების შესახებ, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ გაცხადებულ მონაცემებზე. ამის დასტური იქნება რა თქმა უნდა ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც 20:00 საათზე გამოვაცხადებთ და რაც მთავარია, ამის დასტური იქნება არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ
ეს არის უმძიმესი სამართალდარღვევა, კანონდარღვევა და ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომ ისინი კანონის ფარგლებში მიიღებენ უმკაცრეს პასუხს ასეთ კანონდარღვევაზე", განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.