უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ვლადიმერ გუზირის დავალებით, 5 ივლისს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დანაშაულის ფაქტზე, რომელიც ჩაიდინა გენპროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ, - ამის შესახებ Facebook -ის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ვლადიმერ ბოიკო წერს.
საქმე ეხება 2015 წლის 5 ივლისს დავით სყვარელიძის მითითებით კიევის ოლქის პროკურორის მოადგილის, ალექსანდრე კორნიცასა და უკრაინის გენპროკურატურის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ შაპაკინის კაბინეტებში ჩატარებულ ჩხრეკას, რაც გუზირმა დააკვალიფიცირა, როგორც სახელმწიფო შენობის მართლსაწინააღმდეგოდ დაკავება.
ჟურნალისტის ინფორმაციის თანახმად, პროკურორების კაბინეტებში ჩხრეკა საყვარელიძემ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლების გარეშე განახორციელა. მას ეს, არც გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, გუზირისთვის უცნობებია, და ოპერაცია ჩაატარა მხოლოდ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომ ვიღაცას სურდა ქრთამის სახით კორნიცას მეშვეობით 200 ათასი დოლარი გადაეხადა კონკრეტული საქმის დასახურად.
ინფორმაციის თანახმად, დავით საყვარელიძემ მიმართა ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს ვასილი გრიცაკს, რომელმაც მას ოპერაციისთვის სპეცდანიშნულების რაზმ "ალფას" მებრძოლები გამოუყო. "კაბინეტების ჩხრეკისას ვერავითარი ქრთამი ვერ აღმოაჩინეს", - წერს ჟურნალისტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.