გრიგოლ ვაშაძე: 5-დან 8 საათამდე ქურდული „ოცნების“ ე.წ. ხელისუფლება აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას
28-10-2018, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„5-დან 8 საათამდე და ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ქურდული „ოცნების" ე.წ. ხელისუფლება აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას", აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

 


ვაშაძემ მხარდამჭერებს, დამკვირვებლებს და კომისიის წევრებს სიფხიზლისკენ მოუწოდა. მანვე მიმართა ამომრჩეველსაც, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს.

 

 

„ასობით შემთხვევაა უკვე დაფიქსირებული გაყალბების მცდელობისა. ასობით შემთხვევაა დაფიქსირებული ამომრჩევლის მოსყიდვისა, ეს სიები, ნივთიერი მტკიცებულებები ყველაფერი ატვირთული არის ჩვენს საიტზე, გადაცემული არის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.... უპირველეს ყოვლისა, მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეგობრებო, 50 ლარი დაგეხარჯებათ ძალიან სწრაფად, ამ 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს იმიტომ, რომ 50 ლარის დახარჯვის შემდეგ, გაიღვიძებთ ზუსტად ისევ ისეთ ამაზრზენ რეალობაში, რომელშიც ჩვენ 6 წელიწადი ვცხოვრობდით.

 

 

მინდა მივმართო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს - მეგობრებო, თქვენზე გადის ჩვენი სამშობლოს დაცვის ხაზი ამ წუთს. ნუ შეუწყობთ ხელს ქურდული „ოცნების" ე.წ. ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და გამარჯვება მოიპაროს, გვერდში დაგიდგებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ტრანსფარენტულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი