ნიკა გვარამია: არჩევნების გაყალბება 5-დან 8 საათამდე იგეგმება
28-10-2018, 15:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება, „რუსთავი 2", 20:00-დან 21:00 საათამდე, 18:00 საათის მონაცემებით ეგზიტპოლის შედეგებს გამოაქვეყნებს. მისივე განცხადებით, ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი, დაახლოებით, 22:00 საათისთვის გახდება ცნობილი. 

 

 

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, უბნებზე სადაც დგანან მთვლელები ეგზიტპოლს ვინც ატარებს ეს იცის „ქართულმა ოცნებამ" და ცდილობენ, რომ ამ უბნებზე მაქსიმალურად მიიყვანონ თავისი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლის დათვლაში. ჯერ ერთი გაყალბებას სისტემა ეგრევე აგდებს თუ სპეციალურად იქნა ხალხი მიყვანილი და გადახრა იქნა და ამას გარდა, კითხვას ვუსვამ თამარ ჟვანიას, ჩვენც კი არ ვიცით რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, იმიტომ რომ გასაიდუმლოებული ინფორმაციაა და იცის მხოლოდ ცესკომ იმიტომ, რომ მათთან შეთანხმება იყო საჭირო. საიდან იცის „ქართულმა ოცნებამ" რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, რატომ იცის ეს....

 

 

ჩვენ არ მოგცემთ ეგზიტპოლების გაყალბების საშუალებას, არც არჩევნების გაყალბების საშუალებას. ხედავთ როგორ მუშაობს „კურიერი". მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა დამკვირვებელს, რომ არ მისცენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, ეს იგეგმება 05:00-დან 08:00 საათამდე. განსაკუთრებით ყურადღებით იყონ ამ დროს, რომ მოსყიდული ამომრჩევლის მასობრივი მიყვანა არ მოხდეს, კარუსელების დატრიალება არ მოხდეს და ჩაყრა არ მოხდეს კონვერტების 5-დან 8 საათამდე - ეს არის უმნიშვნელოვანესი დრო და ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია გვაქვს, რომ ზუსტად ეს დრო არის დაგეგმილი ხელისუფლების მხრიდან გაყალბებისთვის", განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი