ილია მეორე: საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს, უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს
28-10-2018, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ხშირად უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს, უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს მისცემს ადამიანს.

 

 

ილია მეორემ მრევლს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველო ირჩევს პრეზიდენტს.

 

 

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, მთელი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს არ მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.

 

 

მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ”, რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა. წმინდა მამები ამბობდნენ: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისათა“.

 

 

უნდა დაინახოს ადამიანმა თავისი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ, შეიცანი თავი თვისი. უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასისა. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე.

 

 

საპატრიარქოში ჩვენ ავანთეთ სანთელი და ვთხოვეთ უფალს, რომ მშვიდობა მოსცეს საქართველოს და წავიკითხეთ ფსალმუნებიდან ერთი კანონი, მე-14 კანონი.

 

 

გადავშალე და გაიხსნა მე-14 კანონი. საოცარია, რომ ამ მე-14 კანონში არის ჩვენი, თითქოს საქართველოს ცხოვრება, საქართველოს წარსული და მომავალი, განცდები და სიხარული. საოცარი ფსალმუნები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ჩვენთან არის. უფალი მფარველობს საქართველოს“, განაცხადა პატრიარქმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი