„ამომრჩევლის მოსყიდვა არის სისხლის სამართლის დანაშაული“ - თინათინ ბოკუჩავა ცესკო-ში იმყოფება
28-10-2018, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თინათინ ბოკუჩავა ცესკო-ში იმყოფება. ის აპირებს შეხვდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდეს და დეტალურად გააცნოს დარღვევები.

 

 

ბოკუჩავა აცხადებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება, რისი მტკიცებულებებიც გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს.

 

 

ბოკუჩავას თქმით, ჟინვალში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სია, სადაც მითითებულია თანხის ოდენობები, რომელსაც დეპუტატის მტკიცებით, მმართველი გუნდის წევრები ამომრჩეველს უხდიან. ეს თანხა 20-დან 50 ლარამდე მერყეობს.

 

 

„ეს ხდება, როგორც წესი, უბნების გარეთ და ამ ქმედებაში ჩართული არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და მე მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს, ნუ ჩაერთვებიან ივანიშვილის ამ უკანონო სქემაში იმიტომ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი