ნიკა მელია - „ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და იმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე“
28-10-2018, 17:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და იმარჯვებს ამ არჩევნებში, ამ ისტორიულ არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

 

 

„რაც კი ჩვენ ქვეყანაში, საქართველოს ისტორიაში ტარდება არჩევნები, შევარდნაძის პერიოდის ჩათვლით, ამ მასშტაბის გაყალბები, ამ მასშტაბის მანიპულაციები საარჩევნო უბნებზე, არ ყოფილა არასოდეს გამომჟღავნებული მტკიცებულებების სახით - ვიდეო, აუდიო და ფოტო მტკიცებულებების სახით“, აღნიშნა მელიამ და დაამატა, რომ „ქართული ოცნება“ მთელი ადმინისტრაციული რესურსითაა ჩართული არჩევნების გასაყალბებლად. მან თქვა, რომ ადგილი აქვს კარუსელს, ფულის დარიგებას, საჯარო მოხელეების საარჩევნო უბნებზე ძალდატანებით მიყვანას.

 


„ამ ყველაფრისდა მიუხედავად, მარცხდება, მარცხდება დიახაც, სახელისუფლებო კანდიდატი. ხელისუფლებამ ამოწურა ძალდატანებით უბნებზე მისაყვანი ხალხის რესურსი. ახლა დარჩა მთავარი: 5 საათიდან 8 საათამდე უნდა დავიცვათ თითოეული ქართველის ხმები მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე, გადავდივართ ყველანი ხმების დასაცავად ყველა უბანზე და მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ აიძულებთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მაღალჩინოსნებს, ჩაიდინონ სისხლის სამართლებრივი დანაშაული, რომელზეც აუცილებლად მოუწევთ მათ პასუხისგება“, განაცხადა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი