ცესკო-ს ინფორმაციით, ბოლნისის 27-ე უბნიდან კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს
28-10-2018, 17:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლნისის 27-ე უბნიდან კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს.

 

 

როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტავს, გაძევების მიზეზი საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა გახდა.

 

 

ცესკო-ში განმარტავენ, რომ ანალოგიური პრობლემები იყო ბოლნისის 34, 35 და 36-ე უბნებზე, თუმცა ხარვეზი უკვე აღმოიფხვრა.

 

 

„ბოლნისის ოთხ საარჩევნო უბანზე – 27-ე, 34-ე, 35-ე და 36-ე საარჩევნო უბნებზე სუბიექტის წარმომადგენლები ერეოდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობაში, მათ მიიღეს გაფრთხილება. სამ უბანზე აღმოიფხვრა პრობლემა, ხოლო 27-ე უბანზე იქიდან გამომდინარე, რომ გაგრძელდა საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობა, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნულმა პიროვნებამ დატოვა საარჩევნო უბანი“,  განმარტა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

 

 

ამასთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაადასტურა დიდუბის 28-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დაკარგვის ფაქტი.

 

 

ცესკო ასევე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდში, ინგირის 94-ე უბანზე დაფიქსირებულ ხარვეზთან დაკავშირებით.

 

 

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ორგანიზაციის დამკვირვებელი უბნიდან იტყობინებოდა, რომ დაინახა, თუ როგორ ჩააგდო ყუთში რამდენიმე კონვერტი ყუთის ზედამხედველმა წევრმა.

 

 

„ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. კომისიის წევრებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომისიის წევრი იყო ამავე უბნის ამომრჩეველი და მან თავად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. მათი ინფორმაციით, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია”, განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

 

 

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალქალაქის 46-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე, ერთ-ერთ წევრს ტელეფონი გაუტეხა. როგორც ცესკოში განმარტავენ, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა არასაჯარო ინფორმაციის გადაღების მცდელობას, რასაც მცირე გაუგებრობა მოჰყვა. საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ამ უბანზე კენჭისყრის პროცესი ახლა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი