საარჩევნო დარღვევები საბერძნეთში - ემიგრანტების ინფორმაციით, დღეს დილიდან არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ, რადგან ისინი სიაში არ არიან.
„გავიარეთ რეგისტრაცია და სიაში არ ვართ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ემიგრანტები ასევე ჰყვებიან, რომ საბერძნეთის საკონსულოში საქართველოდან ხელნაწერი სიები გადაიგზავნა, სადაც 400 ადამიანი გარდაცვლილია.
„მოვედით ჩვენ საქართველოს საკონსულოში და საერთოდ არ ვფიქსირდებით არც მკვდრებში, არც ცოცხლებში. გადმოგზავნილია მიცვალებულების სახელები, გადმოგზავნილია ხელნაწერი საბუთები, რომლებშიც არცერთი საქართველოდან გამოგდებული ქართველების გვარი და სახელი არ არსებობს... აქ კიდევ მკვდრების სიებია ჩამოტანილი, 400 კაცის და არცერთი ცოცხალი ადამიანის სახელი და გვარი არ წერია იქ,“ - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.