სააკაშვილი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს, არ შეასრულონ ივანიშვილის ინსტრუქციები არჩევნების გაყალბების თაობაზე
28-10-2018, 17:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს ვიდეოთი მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოუწოდებს მათ, რომ არ შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციები არჩევნების გაყალბების თაობაზე.

 

 

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს. მომდის მთელი ინფორმაციები. ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად, მეგობრებო, ძალიან მაგრად, იმაზე მაგრად, ვიდრე წამომედგინა და ეხლა მინდა ერთი რამე ვთქვა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და ეხლა მინდა ვუთხრა ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს და „ოცნების“ შტაბის წევრებს და დამკვირვებლებს: შედეგი უკვე განპირობებულია მეგობრებო. ძალიან გთხოვთ, თუ ახლა მიიღებთ რაიმე ინსტრუქციას - ჩაყრის, გაყალბების, თავზე ხელის აღების, ნუ შეასრულებთ, მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავინ არ იქნება დათხოვნილი სამსახურიდან; მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავის არავინ არ შეეხება; მე გაძლევთ გარანტიას, რომ სრულიად დაცული იქნება თქვენი უფლებები და ვერავინ ვერც გაიაზრებს ვერანაირ რევანშს ან უბედურებას, ოღონდ ახლა არავინ არ აიღოთ თავზე ხელი. ყველანი ქართველები ვართ ხალხო, ყველანი ჩვენი სამშობლოს შვილები ვართ. ჩვენი სამშობლო თავისუფლდება. დღეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების დღე - ჩვენი და თქვენი. ნუ აღიქვამთ ამას მარცხად და არ შეასრულოთ იმ ერთი კაცის გიჟური ინსტრუქციები. ჩვენ მოვნახავათ საერთო ენას და ჩვენ ერთად, ხელჩაკიდებული განვავითარებთ ჩვენს სამშობლოს“, ამბობს სააკაშვილი.

 

 

კომენტარები: 2
#2   levan-khachidze
      
AR INERVIULOT BATONO MIXEIL MJERAVS ROM BATONI GRIGILI GAIMARJVEBS,DA TU ARA MASHIN GIRSEBI VKOPILVART ROM ISTORIIDAN CAVISHALOT,TKVENI KETILIS MSURVELI MEZGVAURI LEVAN XACHIDZE,P.S ME GEMZE VAR DA AKEDAN COLSHVILS MIVECI GANKARGULEBA ROM CHAVIDNEN RAIONSHI DA XMA MISCEN,CHEMI BIULETINI KI GAAUKMON.

shen sada xar gaketebuli me ar vici magram shecdomit ro xar gaketebuli amas vxedav.
28 ოქტომბერი 2018 09:40
#1   diana
      
ტყუილშია გაკეთებული ეს უდღეური :D
იმდენი გაგიხმა ეგ გაბრუებული თავი,რაც საშენოდ იყოს საქმე :)
კარგად გვახსოვს რა მანიაკიც ხარ შენი ზონდერებიანა!
დაიკარგე აქედან შე მათხოვარო!
28 ოქტომბერი 2018 09:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი