თამარ ჩუგოშვილი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
28-10-2018, 17:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნები ყალბდება და „ქართული ოცნება“ ე.წ. „კარუსელების“ დატრიალებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იმ ადამიანებს, ვინც ჯერ არ მისულან საარჩევნო ყუთებთან, მოუწოდა, სასურველ კანდიდატს აუცილებლად მისცენ ხმა. ასევე, მედიას მოუწოდა, არ გაავრცელონ დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესის გაშუქებისას.

 

 

„ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს  არჩევნების პირველ ტურში,  თუმცა, კენჭისყრის დასრულებამდე დარჩენილია სამი საათი და ბუნებრივია, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე, ამიტომ, მოვუწოდებთ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ გამოცხადებულან საარჩევნო უბნებთან, მივიდნენ, ხმა მისცენ და დააფიქსირონ თავიანთი ნება.

 

 

არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე. თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპონენტები გეგმავენ დღის მეორე ნახევარში გარკვეულწილად ვითარების დაძაბვას.

 

 

უბნების ნაწილზე უკვე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, გავინეორებ, ესენია ბოლნისის 27-ე, მე-40, 43-ე და 54-ე უბნები. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურში ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნას შეტანილი საარჩევნო პროცესში.

 

 

მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჩვენს მიერ დასახელებულ ოლქებს, ასევე ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც  პროცესში დაძაბულობის, ან კანონდარღვევის შეტანის რაიმე განზრახვა აქვს, რომ მათ მიმართ კანონი გამოყენებული იქნება სრული სიმკაცრით, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს უბნის ჩაშლის, თუ ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევის მცდელობა. ამიტომ, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან.

 

 

აქვე მინდა გამოვეხმაურო რუსთავი-2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევაში მისულ ამომრჩეველს უბანი დახვდა დახურული. ეს არის სიცრუე, ეს არის არასწორი ინფორმაცია, ვინაიდან შვეიცარიაში ერთადერთი უბანი არის ბერნში და ჟენევაში საერთოდ არ არის საარჩევნო უბანი.

 

 

მოვუწოდებთ მედიას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით, განზრახ ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას, რადგან ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეყავს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები.

 

 

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ჟენევაში საარჩევნო უბანი საერთოდ არ არის და შესაბამისად, ის დახურული ვერ დახვდებოდა ვერავის“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი