„ჩვენ ვითხოვთ პასუხს, საკონსულო დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროსგან“ - გიგი უგულავა საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს
28-10-2018, 18:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პასუხისმგებლობას ცესკო-სთან ერთად საგარეო უწყებას და იუსტიციის სამინიტროს აკისრებს.

 

 

ამის შესახებ განცხადება, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მან განმარტა, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი ხმის მიცემის პროცედურაში ვერ მონაწილეობს, რადგან ზოგიერთი მათგანი საარჩევნო სიაში არ არის დაფიქსირებული.

 

 

„ცესკო ვერ მოიხსნის ამაზე პასუხისმგებლობას, თუმცა პირველადი დანაშაული და როგორც ჩანს, ეს არის შეგნებულად გაკეთებული, ეს არის იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული გაყალბება. ჩვენ ვითხოვთ პასუხს, საკონსულო დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროსგან, ისევე როგორც ცესკო-სგან იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მათი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანები არ ხვდებიან სიაში და ეს არ არის შემთხვევები იმიტომ, რომ უცხოეთის უბნების მიმართ, ცუდი გაგებით, სიფრთხილე გამოიჩინეს, როგორც ჩანს და მასიურად ადამიანები უბრალოდ ადგნენ და მოტეხეს საარჩევნო პროცესიდან“, განაცხადა გიგი უგულავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი