დავით ნარმანია: გერმანელ პარტნიორებთან თანამშომლობით ჩვენ „მომავლის ქალაქის“ კონცეფციის განხორციელება დავიწყეთ
07-07-2015, 00:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად „მომავლის ქალაქის“ კონცეფცია (Morgenstadt City) განიხილეს. პროექტთან დაკავშირებით თბილისში ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის, „ფრაუნჰოფერის“ დელეგაცია იმყოფება.


დელეგაციის წევრებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები.


შეხვედრაზე პროექტის დაწყების დეტალები და სამუშაო გრაფიკი განიხილეს. უცხოელმა სპეციალისტებმა თბილისის მთავრობის წევრებს სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააცნეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონცეფციაზე მუშაობა 2016 წლის თებერვალში დასრულდება.


„გერმანელ პარტნიორებთან თანამშომლობით ჩვენ „მომავლის ქალაქის“ კონცეფციის განხორციელება დავიწყეთ. 2016 წლის თებერვალში გვექნება კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს თბილისი ენერგოეფექტიანობის, პარკირების მართვის, გარე-განათების თვალსაზრისით, ასევე, ტრანსპორტისა და მობილურობის საკითხებში. ეს კონცეფცია ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და მას მხარს უჭერს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. პროექტი, ასევე, ხორციელდება „ფრაუნჰოფერის“ ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით და უშუალო ჩართულობით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.


პროექტი „მომავლის ქალაქი“ თბილისში თანამედროვე, ევროპული სისტემების დანერგვას გულისხმობს. თბილისის მერიასთან ერთად პროექტში ჩართულები არიან ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი „ფრაუნჰოფერი“, „სითი ინსტიტუტი - საქართველო“, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი