არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბეჯითებით ითხოვს სალომე ზურაბიშვილისთვის პირველ ტურში 52 ან 54%-ის დაწერას, აცხადებს გაზეთ „ქრონიკა +"ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.
როგორც მან „რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში სრული პანიკაა, რადგან მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მარცხდება.
„დაახლოებით, 5 საათიდან „ქართული ოცნების" შტაბში უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს აგებს და არჩევნებს დამაჯერებელი უპირატესობით პირველსავე ტურში იგებს გრიგოლ ვაშაძე. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მობილიზაცია.... მე მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შუშის სასახლეში დაინიშნა საგანგებო თათბირზე, სადაც სუს-ის მაღალჩინოსნები გამოიძახეს. ახლა მიდის, ჩემი ინფორმაციით, საუბარი იმაზე, რომ როგორმე გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება პირველ ტურში არ გაფორმდეს ოფიციალურად და ცესკო-ში მოხერხდეს ის, რომ გაფორმდეს მეორე ტური სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის", უთხრა ელისო კილაძემ „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.