კომპანია „ფიქოპროექტის" ეგზიტპოლის მონაცემებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, რომელმაც ხმათა 52.3 % მიიღო. გრიგოლ ვაშაძე 28.1%, ხოლო დავით ბაქრაძე 9.2%.
ეგზიტპოლის შედეგებზე ამ წუთებში ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. საარჩევნო უბნები კი, უკვე დაიხურა და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო არჩევნების ოფიციალური შედეგების მის ვებგვერდზე განთავსებას რამდენიმე საათში დაიწყებს.
„პირველ რიგში, გილოცავთ მშვიდობიანი, დემოკრატიული, წარმატებული , თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებას. პირდაპირ გადავალ იმ საქმეზე , რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს და გაგაცნობთ ეგზიტპოლის შედეგებს, ეგზიტპოლი ჩატარდა 100 უბანზე, გამოიკითხა 5124 ამომრჩეველი სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად.
ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ცდომილების ფარგლები არის 2.6 პროცენტი. რაც შეეხება შედეგებს, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს 52.3 %-ით, რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის შედეგს, ეს არის 28.1 %, დავით ბაქრაძე 9.2 %, სხვა კანდიდატები 10.4 %. ასევე, უნდა გაცნობოთ რომ ეგზიტპოლის თანახმად მეოთხე ადგილზე გავიდა ,,გირჩის“ კანდიდატი ბატონი ზურაბ ჯაფარიძე 3.3 %, შემდეგ ბატონი შალვა ნათელაშვილი 3.1%.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცდომილება არის 2.6 %. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე საბოლოო შედეგის დაფიქსირება არის ისედაც დამოკიდებული ცესკოს ოფიციალურ დათვლაზე და იგი ბუნებრივია უახლოეს საათებში დაასრულებს ხმის დათვლის პროცედურას. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ხმის დათვლის ოფიციალურ მონაცემებს., რომლის საფუძველზეც დაზუსტდება დასრულდა თუ არა არჩევნები პირველ ტურში.
მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს აქტივისტებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, ამომრჩეველს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბუნებრივია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში, ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებული მადლობა, ასევე განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ სწორედ მათ უზრუნველყვეს საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული არჩევნების ჩატარება.
ასევე მინდა აღვნიშნო რომ საარჩევნო პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად ყველას ვთხოვ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხმის დათვლის პროცედურაზე, იმისათვის რომ იყოს დაცული თითოეული ამომრჩევლის ხმა. აქვე გეტყვით, რომ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია გარკვეული პროვოკაციების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი. კერძოდ, საუბარია რუსთავის 23-ე სკოლაში არსებულ საარჩევნო უბანზე, სადაც იგეგმება ნაცმოძრაობის მხრიდან პროვოკაცია ჩვენი ინფორმაციით, ასევე პროვოკაციებია დაგეგმილი თელავის , ამაზეც გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ბათუმის და ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე.
ვთხოვ საარჩევნო ადმინისტრაციას და შინაგან საქმეთა სამინსიტროს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ოლქებში. კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პოლიტიკური პარტიის ცნობით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ეგზიტპოლი ჩატარდა, ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა ) 100 საარჩევნო უბანში.
რაც შეეხება თითოეულ უბანზე გამოსაკითხ რესპონდენტთა რიცხვს და ბიჯს (ვთქვათ,საარჩევნო უბნიდან გამოსული ყოველი მე-5, ყოველი მე-6 და ა.შ), გათვალისწინებულ იქნა შემდეგი სტატისტიკური მონაცემები:
1) 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემების თანახმად, საარჩევნო უბანზე ნამდვილი ბიულეტენის საშუალო მაჩვენებელმა 440 შეადგინა;
2) ბოლო წლების ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, არჩევნების დღეს ინტერვიუზე საშუალოდ საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველთა 60% თანხმდება.
შეირჩა „5“-ის ტოლი ბიჯი. ამ ბიჯისათვის სანდოობის ინტერვალი 2,6%-ს შეადგენს. წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა, 7:00 საათისთვის გამოკითხულ 5124 ამომრჩეველთა მოსაზრებებს.
ეგზიტპოლი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა საკვლევ საკონსულტაციო ცენტრმა „ფსიქოპროექტმა".
GUARDIAN.GE ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს, მისი გამოქვეყნებისთანავე გაგაცნობთ.
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.