სალომე ზურაბიშვილი: „დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება პირველი ცესკოს მონაცემები - მე მიყვარს სიფრთხილე, ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი“
28-10-2018, 20:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ ძალიან ბედნიერია“, მაგრამ „ფრთხილად ბედნიერი“, რადგან მთავარი ცესკოს ოფიციალური მონაცემები იქნება.

 


„ძალიან დიდი მადლობა ყველას. მე მინდა პირველ რიგში ამომრჩევლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მაგრამ მაინც მინდა ის ვთქვა, რომ ეს არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, ეს მაინც არ არის ჯერ ცესკოს მიერ გამოცხადებული, შეჯერებული შედეგები. ამიტომ, დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება პირველი ცესკოს მონაცემები. მე მიყვარს სიფრთხილე. ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ რაც პირველი ეგზიტპოლები გამოქვეყნდა და „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლთან დაკავშირებით თქვა: „ყველაფერი რაც იქნება ამომრჩევლების შედეგი, იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო“.

 


ამერიკული ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის მონაცემებით, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს და დამოუკიდებელ და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს თანაბარი 40-40 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს, 10 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნათელაშვილს კი, 3%.

 


ეგზიტპოლის შედეგები სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ეს მონაცემები დღის 4 საათამდე არსებულ სურათს ასახავს. კვლევაც მისი დაკვეთით ჩატარდა. საარჩევნო უბნები კი უკვე დაიხურა და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო არჩევნების ოფიციალური შედეგების მის ვებგვერდზე განთავსებას რამდენიმე საათში დაიწყებს.

 

 

კომპანია „ფიქოპროექტის" ეგზიტპოლის მონაცემებით კი, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, რომელმაც ხმათა 52.3 % მიიღო. გრიგოლ ვაშაძე 28.1%, ხოლო დავით ბაქრაძე 9.2%.

 

 

GUARDIAN.GE ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს, მისი გამოქვეყნებისთანავე გაგაცნობთ.

 

 

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი