პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის შტაბში მივიდა და მას გამარჯვება მიულოცა.
„53-54 პროცენტთანაც ახლოს ვართ, ეს ეგზიტპოლია, ცესკო-ს დაველოდოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვიქნებით”, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მმართველი პოლიტიკური პარტიის დაკვეთით, „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა 52.3 %, გრიგოლ ვაშაძემ - 28.1% ხოლო დავით ბაქრაძემ - 9.2% მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.