საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი წინ არის, თუმცა მეორე ტურსაც არ გამორიცხავს.
„ჩვენი ეგზიტპოლის მონაცემები 19:00 საათის არის, სხვა ეგზიტპოლები გაკეთებულია 16:00 საათისთვის. ის განსხვავება არ დავივიწყოთ, რაც არის „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” ეგზიტპოლებს შორის. მგონია, რომ 52 პროცენტი კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ მეორე ტურს არ გამოვრიცხავ. იმ დონის ექსპერტი არ ვარ, რომ შედეგი წინასწარ შევაფასო. ჩვენი კანდიდატი წინ არის და ეს ფაქტი და მოცემულობაა, დაველოდოთ, მეორე ტური იქნება თუ არა“, განაცხადა გია ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.