„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ჩვენი დიდი ეროვნული ამოცანა იყო ივანიშვილის გუნდის ამ სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესებისთვის საშიში კანდიდატის გამარჯვება არ დაგვეშვა".
ბოკერიას თქმით, „ეს ხმები უნდა დავიცვათ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვიცით, მმართველი გუნდის პოლიტიკურად უტიფარი განაცხადი, რომ პირველ ტურში იმარჯვებენ".
„რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის „ევროპული საქართველო“ იბრძოდა გამარჯვებისთვის და ყოველთვის სამწუხაროა, როცა ვერ იმარჯვებ და ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები ადასტურებს ამას. ამ ეტაპზე, ეგზიტპოლები მიუთითებს, რომ მინიმუმ პირველ ტურში, ეს ამოცანა არის მიღწეული. მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს ამ შედეგში შეტანილი წვლილისთვის, მაგრამ ჯერ ადრეა რამე ზეიმზე ლაპარაკი და ამით კმაყოფილება. არ ვსაუბრობ ჩვენს პერსონალურ შედეგზე, ვგულისხმობ მთლიანი საზოგადოების ამოცანას. დასაცავი გვაქვს ის ხმები, რასაც ეგზიტპოლი ასახავს.
ეს ხმები უნდა დავიცვათ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვიცით, მმართველი გუნდის პოლიტიკურად უტიფარი განაცხადი, რომ პირველ ტურში იმარჯვებენ. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებული და მშვიდად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე დავიცვათ ის ხმები, რომლებიც მიიღო მთლიანად ოპოზიციამ. პირველ რიგში, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს მივმართავ, აღარ აქვს ახლა მნიშვნელობა, ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ ახლა გვაქვს ეს სურათი, რაც გვაქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, მთელი ოპოზიციისა და საერთოდ ყველა ყველა მოქალაქის ხმა.
უნდა ავსახოთ რეალური სურათი იმ უსამართლო თამაშის წესების მიუხედავად, რა შედეგიც დადგა. ახლა მთავარი ამოცანაა ივანიშვილის გუნდსა და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნების მეორე ტურშიც საბოლოო მარცხი ვაწვნიოთ“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.