„რეალური ხმებით, გია ვაშაძე არის პრაქტიკულად გამარჯვებული და გარანტირებულად გადასულია მეორე ტურში“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, ივანიშვილს სუს-ის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც მასთან იმყოფებოდნენ, ურჩიეს, „ქართულ ოცნებას“, რომ ეღიარებინა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა, რაზეც სააკაშვილის ცნობით, თავიდან ივანიშვილი დათანხმდა და „შემდეგ ერთი საათის შემდეგ შეიცვალა გადაწყვეტილება და თქვა: არაო, ვაცხადებ პირველივე ტურში გამარჯვებულს“.
„პირველად, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმ პირობებში, როცა ოპოზიცია გაყოფილი იყო 2-3 ძირითად პარტიად, ოპოზიციამ მოახერხა და პრაქტიკულად მოიგო ეს არჩევნები. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს, დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“, ძალიან ვაჟკაცური საქციელისთვის. ყოჩაღ, მართლა ბაქრაძე რაა. ბაქრაძის მიერ გამოცხადება, ყოყმანის გარეშე, რომ გამარჯვებული პირველი ტურის არის ვაშაძე და ისინი მხარს უჭერენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება, როგორც ვარდების რევოლუციის დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი არ არის ჩვენი დამარცხების, მეორე ტურში. მე დარწმუნებული ვარ, იგივე ნაბიჯს გადადგამს ბატონი შალვა ნათელაშვილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის და უამრავი სხვა ადამიანი მოემატება ამ ხმებს, იმიტომ რომ ხალხმა დაიჯერა ამ ურჩხულის, ამ მონსტრის, ამ მართლა საზიზღარი მოვლენის, ივანიშვილის დამარცხება თავისი ამ ყალბი ფრანგი ქალბატონით. როგორ არ რცხვენიათ, რომ აცხადებენ 52%-ს. რა 52%-ზე ლაპარაკობენ. წეღან, მე ვიცი რაც ხდებოდა ივანიშვილის ბანაკში. ივანიშვილმა დაიბარა სუსელები. იქ განიხილეს, დაიჭერენ თუ არა სიტუაციას, მომზადებული ჰყავთ სპეცრაზმები. მან დაიბარა სუსელები და მას ურჩიეს, რომ ეღიარებინა ქართულ ოცნებას, რომ მეორე ტური იქნება. თავიდან ივანიშვილი დათანხმდა და შემდეგ ერთი საათის შემდეგ შეიცვალა გადაწყვეტილება და თქვა: არაო, ვაცხადებ პირველივე ტურში გამარჯვებულს. ის იქცევა, როგორც ასლან აბაშიძე, ის იქცევა, როგორც შევარდნაძე, ის იქცევა როგორც იანუკოვიჩი, ის იქცევა როგორც სარგსიანი და ჩვენ მოვიქცევით, როგორც ნამდვილი ქართველები, თავისუფლების მოყვარე ქართველები.
„თუ ივანიშვილი შეეცდება მოსტაცოს ქართველ ხალხს არჩევანი, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა პრაქტიკულად ამ არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილი დაასრულებს ძალიან ცუდად“, განაცხადა სააკაშვილმა და მიმართა ქართული პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს, რომ არ შეასრულონ ივანიშვილის უკანონო დავალებები.
„მე როგორც ქართული პოლიციის შემქმნელმა, მინდა მოგმართოთ თქვენ. მეგობრებო ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ბანდიტი ოლიგარქის მანიპულაციებში და ნუ შეასრულებთ მის უკანონო მითითებს. მე მინდა მივმართო ქართული შეიარაღების ძალებს. არ გამოაყენებინოთ თქვენი თავი. როგორც მთავარსარდალი და როგორც თანამედროვე ქართული არმიის შემქმნელი და როგორც ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდზე იბრძოდა, მქონდა პატივი თქვენთან ერთად დაეცვა სამშობლო. მე მოგიწოდებთ, დარჩეთ ერთგული კონსტიტუციის და არავითარ შემთხვევაში არ გახდეთ მსახური ამ ჭორვილელი ბანდიტის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის. მე მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. მეგობრებო, ყველანი ქართველები ვართ. არც ერთ შემთხვევაში არ წაყვეთ, არ ჩაყვეთ ამას პოლიტიკურ საფლავში“, აღნიშნა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.