ამერიკული ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემების მიხედვით, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს და დამოუკიდებელ და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს თანაბარი 40-40 %-იანი მხარდაჭერა აქვთ, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს, 10 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
ეგზიტპოლის შედეგები ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა. კვლევაც მისი დაკვეთით ჩატარდა. ცესკო არჩევნების ოფიციალური შედეგების მის ვებგვერდზე განთავსებას რამდენიმე საათში დაიწყებს.
GUARDIAN.GE ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს, მისი გამოქვეყნებისთანავე გაგაცნობთ.
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.