თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი მოლოდინია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სრულდება პირველ ტურში
28-10-2018, 22:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან ეგზიტპოლის შედეგები 50 პროცენტს მნიშვნელოვნად სცდება, ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები პირველ ტურში დასრულდეს.

 

 

ჩუგოშვილის თქმით, შესაძლებელია ეგზიტპოლების ცდომილება ოფიციალურ შედეგებთან 2,6 პროცენტის ფარგლებში იყო, თუმცა არა ამ ნიშნულის მიღმა. ​

 

 

„მგონი, ჩვენი ოპონენტები თავიანთ კვლევებში ასცდნენ სერიოზულად. ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს მიღმა ასცდნენ, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენი კვლევის ცდომილების მაქსიმალური შესაძლებლობა 2,6 პროცენტია. ვფიქრობთ, რომ ამ ფარგლებში შესაძლებელია იყოს განსხვავებული შედეგი.

ბუნებრივია, სერიოზულ განსხვავებას არ ველოდებით. ჩვენი მოლოდინია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სრულდება პირველ ტურში, თუმცა რთულია საბოლოო განცხადების გაკეთება, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლას არ დაიწყებს და არ გამოაქვეყნებს თავის შედეგებს. ცესკო ის ორგანოა, რომელსაც ლეგიტიმური უფლება აქვს, არჩევნების შედეგების შესახებ ოფიციალური მონაცემები მოგვაწოდოს. ყველამ.

 


პატივი ინდა ვცეთ მათ კომპეტენციას. 2,6 პროცენტის ფარგლებში მეორე ტურის ჩატარების შანსი არსებობს, თუმცა ვინაიდან 50 პროცენტს ეგზიტპოლის შედეგები მნიშვნელოვნად სცდება, ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები პირველ ტურში დასრულდეს. ვერაფერს გამოვრიცხავ, სანამ ცესკო თავის სიტყვას არ იტყვის“, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი