„შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტური გაიმართება. მისი აზრით, ეგზიტპოლის შედეგები ცხადყოფს, რომ მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშივლი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
„დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე იქნებიან. არ ვიცი, რომელი იქნება პირველი და რომელი მეორე ადგილზე, მაგრამ ამ ღამით ამისთვის იქნება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მინდა, მივმართო საარჩევნო კომისიის წევრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც საარჩევნო ოქმებში ამომრჩევლის ხმების ასახვა ევალება, დაიცვას კანონი.
არჩევნები დამთავრდა, ამ წუთიდან მთავრობა, ხელისუფლება აღარ არიან პოლიტიკური მხარე და მათ უნდა უზრუნველყონ ამომრჩეველთა ხმების ობიექტური და ადეკვატური დათვლა. ეს არის მათი ამოცანა. რა მძიმე შედეგიც მიიღეს, არის იმ უგუნური პოლიტიკის გამო, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა. ვაფრთხილებდით, რომ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანდა. საფრთხობელად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი ერთხელაც იქნებოდა და თავის საცეცებს გამოაჩენდა. დღეს ელექტორატმა პროტესტი სწორედ „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა და ეს გაკვეთილი უნდა გაიზიაროს ყველამ", განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.