ვლადიმერ გუზირი: ჩემსა და დავით საყვარელიძეს შორის კონფლიქტი არ არის, არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ
07-07-2015, 01:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ გუზირმა განაცხადა, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.


როგორც უკრაინული მედია წერს, გუზირმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასსა და საყვარელიძეს შორის არავითარი კონფლიქტი არ არსებობს.


"ჩემსა და დავით საყვარელიძეს შორის კონფლიქტი არ არის, არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ და ასეთი არც შეიძლება იყოს", - განაცხადა გუზირმა.


მისივე თქმით, დასრულდა სამსახურებრივი გამოძიება უკრაინის გენპროკურატურის მთავარ საგამოძიებო კომიტეტში ძალოვანების მიერ ჩატარებული ქმედებების კანონიერების შესახებ და აქედან გამომდინარე, არ არსებობს საფუძველის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის.


ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ გუზირმა და დავით საყვარელიძემ ერთად მოახსენეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმ სპეცოპერაციის დეტალები, რომელიც 5 ივლისს ჩატარდა და, რომლის დროსაც 500 მილიონი დოლარი აღმოაჩინეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი