„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა მმართველი პარტიის ლიდერებს აღიარონ მეორე ტურის ჩატარების გარდაუვალობა, რადგან ვაშაძის თქმით, მათ ხელთ არსებული დათვლილი ოქმების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს ყველა დიდ ქალაქში მოგებული აქვს არჩევნები.
„მე მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ შტაბს, მათაც აქვთ ეს ოქმები, გამოვიდნენ, დააფიქსირონ და აღიარონ, რომ მეორე ტური იქნება ამ არჩევნებში აუცილებლად და იქნება ეს მათი მხრიდან ძალიან ღირსეული საკითხი და უკვე მოვემზადებით მეორე ტურისთვის. დაანებონ თავი რაღაც ცრუ რიტოირიკას, რომ პირველ ტურში გაიმარჯვეს. აგერ არის ოქმები, ყველა დიდი ქალაქი თითქმის დამთავრებულია დათვლა და მოგებული გვაქვს და აქედან გამომდინარე რა უნდა მოახდინონ. ვეღარ გაყალბდება იმიტომ, რომ ოქმები გვაქვს ხელში. ამ ოქმების გადაწერა შეუძლებელია“, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.