გამოიკვეთა, რომ იქნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე. ჩვენთან შემოდის ოქმების მონაცემები ჩვენი წარმომადგენლებისგან. დათვლილია 1000-მდე უბნის მონაცემები, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის პირველ ადგილზე. გამოიკვეთა ამ ეტაპისთვის უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიღებენ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე....
მოვუწოდებ ყველას, განაგრძონ ხმის დათვლის პროცესი და დაიცვან სათანადო პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის ისე დასრულება, როგორც წარიმართა ეს პროცესი....
ეს არის ნორმალური მოვლენა - ჩვენ ვთქვით, რომ დახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაშიც ეს დაახლოებით ასე იყო, თუმცა დაგვაკლდა ცოტა, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა, შესაბამისად, დღევანდელი სურათი არის ასეთი, რომ საჭიროა მეორე ტური, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შესაძლებელი და დარწმუნებული ვართ მეორე ტურში გამარჯვებაში", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.