ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ რამდენიმე წუთის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადამ რომ 512 უბნის მიხედვით, რაც საერთო სურათის13% -ს შეადგენს სალომე ზურაბიშვილს 40.05%, გრიგოლ ვაშაძეს - 37.93%, დავით ბაქრაძეს კი- 10.83% აქვს მიღებული.
„მსურს საზოგადოებას გავაცნო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელიც დათვლილია 500-ზე მეტი უბნის შედეგები, რომლის მიხედვითაც დავით ბაქრაძეს აქვს 17 790 ხმა, რაც 10, 83%-ია, გრიგოლ ვაშაძე - 62 352 ხმა, ანუ 37.93% და სალომე ზურაბიშვილი - 65 840 ხმა, რაც 40.05%-ია.
შალვა ნათელაშვილმა, წინასწარი მონაცემებით, 4.16% ხმა დააგროვა, კახა კუკავამ - 1.19%, დავით უსუფაშვილმა - 1.54%, ხოლო ზურა ჯაფარიძემ - 1.61%.
ჯერჯერობით დაველოდოთ წინასწარ ბოლო შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა აისახოს საბოლოო შედეგებში. ამის შემდეგ, ცხადია, იქნება შესაძლებელი ვისაუბროთ პირველი ან მეორე ტურის შემთხვევებზე. საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც წინასწარი შედეგები წარმოადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.