მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მეორე ტური გარდაუვალია, დაიწყო „ჯირყვნა საკვირველი“ - სუს-ი „მიჯირყვნეს“, იყო „დედების“, „კეთილების“ მოკითხვა - ელისო კილაძე
29-10-2018, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების საშუალება ქვეყნის დასავლელმა მეგობრებმა არ მისცეს.

 

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გამარჯვება ვერ მოიპოვა და ცხადი გახდა, რომ მეორე ტური გარდაუვალია, „ქართულ ოცნებაში" სრული პანიკა დაიწყო.

 

 

„შუადღისას „ქართული ოცნების" შტაბში დაიწყო სრული პანიკა. ყოველი 20 წუთის შემდეგ, „ქართული ოცნების" ე.წ. ლიდერები ატარებდნენ ბრიფინგებს. ბრიფინგი-კურიოზი იყო ირაკლი კობახიძის გამოხტომა, როდესაც მან თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გეგმავს რაღაცეებს და მე მაქვს ამის ფაქტებიო, შეგვაქცია ზურგი ჟურნალისტებს და გავიდა.... ამის შემედგ დაიწყო პანიკა. პანიკა გამოიხატა იმაში, რომ, ბოდიში, ციტირება უფრო კარგად გამოხატავს ამას, რასაც ერთმანეთს ეუბნებოდნენ - „სრული პიზდეცი გვაქვს" - ამის მერე, დაიწყო უკვე არნახული მისვლა-მოსვლა, რა უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციიდან გამოსავალი. თავიდან იყო საუბარი იმაზე, რომ პირველსავე ტურში გაერისკათ, გაეყალბებინათ არჩევნები და გამოეცხადებინათ სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებულად, მაგრამ იყვნენ ადამიანები, ოდნავ გონიერები, რომლებიც ამბობდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უბნების გადათვლას მოითხოვს ოპოზიცია, იმ შემთხვევაში, თუ ოქმები - მათაც აქვთ ასლები - არ დაემთხვევა შედეგები, ამის შემდეგ იყო სწორედ ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე - ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ შუშის სასახლეში დაიბარეს სუს-ის ხელმძღვანელობა და დაიბარეს იმისთვის, რომ მიღებული ყოფილიყო გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო? - ან ის, რომ 52%-ით გამარჯვებულად გამოცხადებულიყო სალომე ზურაბიშვილი, ან მეორე ტურის ალბათობა დაეშვა „ქართულ ოცნებას". საბოლოო ჯამში, ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა და ჩვენ გვახსოვს ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში და მან დიპლომატიურ ენაზე ძალიან მკაფიოდ და კარგად აუხსნა „ქართულ ოცნებას", როგორ უნდა ჩაეტარებინათ არჩევნები. რეალურად, ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს საქართველოს კულისებშიც და კულისებს მიღმაც და მათ არ მისცეს რეალურად საშუალება სუს-საც და ძალოვან უწყებას, რომ ხელი გაენძრიათ და არჩევნები გაეყალბებინათ. და რა მოხდა ამის შემდეგ, როდესაც უკვე გადაწყდა რეალურად, ეს გადაწყდა არა ახლა, როგორც კულულებიანმა პარლამენტის თავმჯდომარემ გვამცნო, რომ მეორე ტურის შედეგები რეალურად სახეზეა. მე მგონი, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ შეიძლება მეორე ტური იყოს, ამ დროს კი, შეიძლება გრიგოლ ვაშაძე პირველსავე ტურში იგებს არჩევნებს, ისეთი მონაცემებია.... ოთხი საათის უკან გაირკვა, რომ მეორე ტური გარდაუვალია და სალომე ზურაბიშვილმა ეს არჩევნები წააგო. ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ენაზე ვიტყვი, დაიწყო „ჯირყვნა საკვირველი" - სუს-ი ხელახლა „მიჯირყვნეს" იმის გამო, რომ მათ ვერ შეასრულეს ის ამოცანები, რაც ამოცანებიც დასახული ჰქონდათ. იყო „დედების", „კეთილების" მოკითხვა და სხვათა შორის, იყო სახლების მოკითხვაც - ძალიან მწარედ გაუხსენა ივანიშვილმა მათ ის სასახლეები, რომლებიც ჩვენ თქვენს ეთერში ვნახეთ. „ფსიქოპორტრეტს" თავზე გადააახიეს ის კვლევები, რომელშიც ძალიან ბევრი ფულია გადახდილი", განაცხადა კილაძემ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები" ჩართვისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი