„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მეორე ტურში გამარჯვებას ეჭვქვეშ არ აყენებს პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი. როგორც მან გადაცემა „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, „საბოლოოდ ეს იქნება გამარჯვება კორუმპირებული, მახინჯი სისტემის წინააღმდეგ“.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „ოცნების მატარებელმა ჩაიარა“, თან ჩაიარა ისე, რომ „ყველა ლიანდაგი არის ამოტრიალებული“.
„ვაკეთებთ არჩევანს არა ერთი წესიერი, კულტრული კაცის სასარგებლოდ, არამედ ვაკეთებთ არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ. მე ვხედავ, რომ ეს გააცნობიერა საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რომელმაც ამ საღამოს ეს შედეგი დაუდო საქართველოს, მაგრამ, ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ შესავალია. მეორე ტურში იქნება ერთმნიშვნელოვანი გამარჯვება გრიგოლ ვაშაძის, დარწმუნებული ვარ. და რაც ყველაზე მთავარია, ამ გამარჯვებით არ დასრულდება საქმე და საბოლოოდ ეს იქნება გამარჯვება კორუმპირებული, მახინჯი სისტემის წინააღმდეგ, მაგრამ არა მხოლოდ „ოცნების“ კორუმპირებული მახინჯი სისტემის წინააღმდეგ, არამედ მომავალში ყველა შესაძლო მახინჯი სისტემის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმდენი მწარე გაკვეთილი გამოიარა, იწვნია საკუთარ თავზე, რომ როგორც ჩანს, წლების შემდეგ ჩვენი სამოქალაქო, პოლიტიკური კულტურა, მართალია ძნელად, მართალია ნელ-ნელა, მაინც იზრდება და ვერანაირი მანქანება, ვერც ივანიშვილის და ვერავის, როგორც ეს წარსულში ვნახეთ ჩვენ, დღესაც და მომავალშიც, ვეღარ გადასძლევს საზოგადოების მტკიცე, სამართლიან არჩევანს“, განაცხადა არმაზ ახვლედიანმა და ივანიშვილთან 3 წლის წინანდელი საუბარი გაიხსენა, როცა ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას „იდიოტების შეკრება“ უწოდა.
„ერთი რამ მახსენდება, როდესაც 2015 წლის მარტში ჩვენ გვქონდა ბოლო სატელეფონო საუბარი, მაშინ ბატონმა ივანიშვილმა ასეთი რამ თქვა ჩემთან საუბრისას, რომ ეს იყო, ძალიან ცუდი სიტყვა თქვა - „იდიოტების შეკრება“. ის გულისხმობდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას. ვფიქრობ, რომ ახლა, თუკი მას ჯერ კიდევ აქვს მეტ-ნაკლებად პრაგმატულად განსჯის უნარი, ის საბოლოოდ დარწმუნდა ალბათ, რა ხალხია მის ირგვლივ, მაგრამ ეს ხალხი მისი შერჩეულია“, აღნიშნა ახვლედიანმა.
(ნიკა გვარამიას რეპლიკა: "ძალიან დიდი ბოდიში არმაზ, მაგრამ იდიოტების შეკრებაში, თუკი ვინმე იდიოტია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“)
არმაზ ახვლედიანი: „ბოდიშს ნუ მომიხდით, რადგან მისი შერჩეულია ეს ხალხი. ის, რომ არავინ დაიტოვა გვერდში, ვინც შეიძლება ერთი კრიტიკული აზრი მაინც უთხრას მას, არავინ, ეს მისი არჩევანია... „ოცნების მატარებელმა ჩაიარა კიდეც, მაგრამ ისე ჩაიარა, რომ ყველა ლიანდაგი არის ამოტრიალებული“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.