შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.
შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს 1994 წელს დაბადებული დავით კ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბაჩუკი თ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 6 ივლისს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრნენ, გამყიდველს ძალადობის მუქარით საფულე, მობილური ტელეფონი, საქონელი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით). გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო მეოთხე განყოფილება აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.