„პირველად, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმ პირობებში, როცა ოპოზიცია გაყოფილი იყო 2-3 ძირითად პარტიად, ოპოზიციამ მოახერხა და პრაქტიკულად მოიგო ეს არჩევნები“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში და დიდი მადლობა გადაუხადა „ევროპული საქართველოს“ მესამე ადგილზე გასულ საპრეზიდენტო კანდიდატს, დავით ბაქრაძეს, რომელმაც დამარცხება აღიარა და მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს, დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“, ძალიან ვაჟკაცური საქციელისთვის. ყოჩაღ, მართლა ბაქრაძე რაა. ბაქრაძის მიერ გამოცხადება, ყოყმანის გარეშე, რომ გამარჯვებული პირველი ტურის არის ვაშაძე და ისინი მხარს უჭერენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება, როგორც ვარდების რევოლუციის დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი არ არის ჩვენი დამარცხების, მეორე ტურში. მე დარწმუნებული ვარ, იგივე ნაბიჯს გადადგამს ბატონი შალვა ნათელაშვილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის და უამრავი სხვა ადამიანი მოემატება ამ ხმებს, იმიტომ რომ ხალხმა დაიჯერა ამ ურჩხულის, ამ მონსტრის, ამ მართლა საზიზღარი მოვლენის, ივანიშვილის დამარცხება თავისი ამ ყალბი ფრანგი ქალბატონით. როგორ არ რცხვენიათ, რომ აცხადებენ 52%-ს. რა 52%-ზე ლაპარაკობენ. წეღან, მე ვიცი რაც ხდებოდა ივანიშვილის ბანაკში. ივანიშვილმა დაიბარა სუსელები. იქ განიხილეს, დაიჭერენ თუ არა სიტუაციას, მომზადებული ჰყავთ სპეცრაზმები. მან დაიბარა სუსელები და მას ურჩიეს, რომ ეღიარებინა ქართულ ოცნებას, რომ მეორე ტური იქნება. თავიდან ივანიშვილი დათანხმდა და შემდეგ ერთი საათის შემდეგ შეიცვალა გადაწყვეტილება და თქვა: არაო, ვაცხადებ პირველივე ტურში გამარჯვებულს. ის იქცევა, როგორც ასლან აბაშიძე, ის იქცევა, როგორც შევარდნაძე, ის იქცევა როგორც იანუკოვიჩი, ის იქცევა როგორც სარგსიანი და ჩვენ მოვიქცევით, როგორც ნამდვილი ქართველები, თავისუფლების მოყვარე ქართველები.
„თუ ივანიშვილი შეეცდება მოსტაცოს ქართველ ხალხს არჩევანი, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა პრაქტიკულად ამ არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილი დაასრულებს ძალიან ცუდად“, განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.