გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ყველა დიდ ქალაქში და რეგიონალურ ცენტრში იმარჯვებს.
„მივესალმები იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ მეორე ტური იქნება. კიდევ ერთი აღიარებაა საჭირო, რომ პირველ ადგილზე გრიგოლ ვაშაძე გავიდა. ყველა ჩვენი მონაცემებით, რომელიც ხელთ გვაქვს, 40% აქვს გრიგოლ ვაშაძეს, 36% - სალომე ზურაბიშვილს, 11% - დავით ბაქრაძეს.... ჩვენ ვართ პირველ ადგილზე პირველ ტურში, აბსოლუტური დამაჯერებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ და ეს არის პასუხი იმ უკეთურობაზე, რაც ხდება ქვეყანაში", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.