საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, თამარ ჟვანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტური დაინიშნება, ის საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ჩატარდება.
საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ჩაინიშნება თუ არა მეორე ტური, ეს არჩვენების საბოლოო შედეგებზეა დამოკიდებული, რომელთა გამოქვეყნების მაქსიმალური ვადაც, კანონის მიხედვით, არჩევნების თარიღიდან 20 დღეა.
„ჯერჯერობით დაველოდოთ წინასწარ ბოლო შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა აისახოს საბოლოო შედეგებში. ამის შემდეგ, ცხადია, იქნება შესაძლებელი ვისაუბროთ პირველი ან მეორე ტურის შემთხვევებზე. საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც წინასწარი შედეგები წარმოადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.