ცესკო-ს მონაცემებით, უბნების 99.57% დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.66 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.7 პროცენტი აქვს მიღებული
29-10-2018, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 3705 უბნიდან დათვლილია 3678+11 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 99.57 პროცენტია.

 

 

აღნიშნული უბნების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 614 964 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.66 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 599 662 (37.7 პროცენტი).

 

 

მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 555 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.97 პროცენტს შეადგენს.

 

 

დანარჩენი პროცენტები სხვა კანდიდატებზე ნაწილდება.

 

 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.

 


რადგანაც 50% +1 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, საჭირო ხდება მეორე ტურის გამართვა, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა გაიმართოს.

 

 

„ჯერჯერობით დაველოდოთ წინასწარ ბოლო შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა აისახოს საბოლოო შედეგებში. ამის შემდეგ, ცხადია, იქნება შესაძლებელი ვისაუბროთ პირველი ან მეორე ტურის შემთხვევებზე. საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 29 ოქტომბერს გამართულ პირველ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც 500-ზე მეტი უბნის წინასწარი შედეგები წარმოადგინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი