ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.57% დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.66 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.7 პროცენტი აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა ჩატარდეს.
უბნების 99.57%-ის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 614 964 ხმა აქვს მიღებული, რაც ხმათა 38.66 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 599 662 ხმა (37.7 პროცენტი).
მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 555 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.97 პროცენტს შეადგენს.
დანარჩენი პროცენტები სხვა კანდიდატებზე ნაწილდება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.
რადგანაც 50% +1 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა, საჭირო ხდება მეორე ტურის გამართვა, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა გაიმართოს.
GUARDIAN.GE წარმოგიდგენთ სამეგრელო-ზემო სვანეთის საარჩევნო ოლქებს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 9 საარჩევნო ოლქიდან 6-ში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
ჩხოროწყუს 69-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 47.89%, სალომე ზურაბიშვილი 38.02%, (27 უბნიდან დათვლილია 27-ივე უბანი).
წალენჯიხის 68-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 50.48%, სალომე ზურაბიშვილი 33.76%, (28 უბნიდან დათვლილია 28-ივე უბანი).
ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 49.46%, სალომე ზურაბიშვილი 33.91%, (107 უბნიდან დათვლილია 107-ივე უბანი).
მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 45.32%, სალომე ზურაბიშვილი 36.17%, (39 უბნიდან დათვლილია 39-ივე უბანი).
სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 48.84%, სალომე ზურაბიშვილი 32.34%, (43 უბნიდან დათვლილია 43-ივე უბანი).
ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქი: გრიგოლ ვაშაძე 39.82%, სალომე ზურაბიშვილი 34.11%, (32 უბნიდან დათვლილია 32-ივე უბანი).
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ერთადერთი გამონაკლისია ზემო სვანეთი, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 50%-ს +1 ხმა მიიღო და ბარიერი გადალახა.
მესტიის 47-ე საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 56.52%, გრიგოლ ვაშაძე 20.92% (ამ დროისთვის 40 უბნიდან დათვლილია 39 უბანი).
მესტიის გარდა, სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება მოიპოვა ხობისა და აბაშის საარჩევნო ოლქებშიც, თუმცა არა 50%-ს +1 ხმის უპირატესობით.
ხობის 66-ე საარჩევნო ოლქი: სალომე ზურაბიშვილი 43.89%, გრიგოლ ვაშაძე 35.37% (32 უბნიდან დათვლილია 32-ივე უბანი).
აღსანიშნავია, რომ აბაშის 63-ე საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილი ძალზე მცირე უპირატესობით ლიდერობს. იგი 41.64%-ით, პირველ ადგილზეა გასული და ვაშაძეს მხოლოდ 12 ხმით უგებს. გრიგოლ ვაშაძეს აბაშაში 41.54% აქვს მიღებული (24 უბნიდან დათვლილია 24-ივე უბანი).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.